შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.06

2016

განცხადებები / კონკურსები

კონკურსი მედიასაშუალებებისთვის

ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებების შესარჩევად, რომლებთანაც ჩატარდება პრაქტიკული სემინარი  ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

შერჩეული მედიასაშუალებების რედაქციაში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ ქარტიის და იუნისეფის ტრენერები – ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე. ისინი დაეხმარებიან მათ ბავშვებთან დაკავშირებული თემების მომზადების პროცესში, მისცემენ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მსურველებმა 2016 წლის 1 ივნისამდე გამოგზავნეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამოტივაციო წერილი, სადაც უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:

- რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
- რამდენად ხშირად აშუქებთ ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს?
- რა პრობლემებს აწყდებით ბავშვთა საკითხების გაშუქებისას?
- ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით რა საკითხების მოგვარებაში ისურვებდით ტრენერის დახმარებას?

სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე – ethicscharter@gmail.com  სათაურის მიუთითეთ „კონკურსი – ბავშვთა საკითხები“.

განაცხადების განხილვის შემდეგ შეირჩევა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის ოთხი მედიასაშუალება. პრაქტიკული სემინარები გაიმართება 2016 წლის ივნისსა და სექტემბერში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test