შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.05

2016

განცხადებები / ვაკანსიები

„მეტრონომი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ (www.metronome.ge) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა.
**სარეკლამო სერვისებისა და მომსახურების პაკეტების შედგენა.
**პოტენციურ კლიენტების მოძიება, მათთან შეხვედრა და  სერვისების შეთავაზება. რეკლამის მოზიდვა,
** სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურებში სატენდერო კონკურსებისათვის წინადადებების მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის კოორდინაცია.
** მას-მედიასთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, მოლაპარაკების წარმოება

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
**კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პოტენციური კლიენტების დარწმუნების კარგი უნარი.
** სერვისების და შეთავაზებების  პრეზენტაციის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ონლაინ მარკეტინგის პრინციპების ცოდნა სასურველია;
** ქართული, ინგლისური და რუსული(სასურველია) ენების გამართულად ცოდნა;
** კრეატულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
**ანაზღაურება: ხელფასი 500 ლარი და პლუს ბონუსი გაყიდული მომსახურებიდან და მოზიდული რეკლამიდან.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მცირე სამოტივაციო წერილი 2016 წლის, 25 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: info@metronome.ge,  

ელ-ფოსტის სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test