შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

18.04

2016

განცხადებები / ტრენინგები

ასოციაცია “ჰერა XXI” მედიის წარმომადგენლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ასოციაცია ჰერა XXI  პროექტის  ,,პოზიტიური ცვლილებები სექსუალურური  და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საქართველოში”  ატარებს ტრენინგს თემაზე:  ,,ადამიანის  უფლებათა  დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტები და მათ მიერ, საქართველოსთვის  გაცემული რეკომენდაციები”.

(CEDAW -  ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის  აღმოფხვირს კონვენცია;  UPR - უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა;  ICCPR -სამოქალაქო და პოლტიკურ უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი) 

ტრენინგის ჩატარების დრო:  20-21 მაისი

მონაწილეობის  მსურველებმა  გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე (CV)  და  მსგავს თემებზე  მომზადებული მასალების ლინკები (არსებობის შემთხვევაში).

ელ - მისამართზე: association_hera@yahoo.com   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მაისი 18:00.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს  მონაწილეთა  მგზავრობის,  სასტუმროს და კვების  ხარჯებს.

 ( ინფორმაციისთვის : „ ასოციაცია „ჰერა XXI” , არის  ადგილობრივი,    არასამთავრობო, არაკომერციული, საგანმანათლებლო იურიდიული ერთეული, შექმნილი  მოხალისეების  ბაზაზე. ასოციაცია  აწვდის  ქვეყნის  მოსახლეობას  ყოვლისმომცველ და კვალიფიციურ  ინფორმაციას:  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და  ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების სფეროში.

ასოციაციის  ”ჰერა XXI”  მთავარი  მიზანია  საქართველოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაციასა და სერვისებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდა  ნებისმიერი ინდივიდისთვის, მისი სქესის, წარმომავლობის, სოციალური  და  ჯანმრთელობის  სტატუსის  მიუხედავად.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე http://hera-youth.ge ) .

საკონტაქტო პირი: ეკა წივწივაძე
ტელ: 595 49 08 10
ელ-ფოსტა:   association_hera@yahoo.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test