შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.04

2016

განცხადებები / კონკურსები

„ჯემნიუსი“ აცხადებს ფოტოკონკურსს „ჩემი ქუჩა“

რა ხდება თქვენს ქუჩაზე? გადაიღეთ და გაგვიზიარეთ.

რა მოგწონთ თქვენ ირგვლივ? რა გაწუხებთ? რისი გაზიარება გსურთ? რა პრობლემებს აწყდებით? რას შეცვლიდით? ან, უბრალოდ, როგორია თქვენი ქუჩა? მოგვიყევით ფოტოებით.

პირობები:

კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია - პროფესიონალ და არაპროფესიონალ ფოტოგრაფებს. გამოგზავნეთ ფოტოკამერით ან მობილური ტელეფონით გადაღებული მაქსიმუმ 5 ფოტო ჩვენს გვერდზე www.facebook.com/jamnewsgeorgian 29 აპრილამდე. საკონკურსო ფოტოები “ფეისბუკზე” 30 აპრილიდან გამოქვეყნდება და 1 კვირის განმავლობაში აუდიტორიას მათი შეფასება შეეძლება.

კონკურსში 2 გამარჯვებული გამოვლინდება:

1. აუდიტორიის რჩეული
2. “ჯემნიუსის” რჩეული

აუდიტორიის რჩეული გახდება ფოტო, რომელიც “ფეისბუკის” გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. 
ავტორს საჩუქრად გადაეცემა ტაბლეტი.

“ჯემნიუსის” რჩეული ფოტოს/ფოტოების ავტორს კი მედიაპორტალთან თანამშროლობის შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო მისი ფოტოები www.jam-news.net -ზე გამოქვეყნდება და მათ ნახვას პორტალის ქართული და საერთაშორისო აუდიტორია შეძლებს.

ფოტოების მიღების ბოლო ვადა: 29 აპრილი, 2016

“ჯემნიუსი” მულტიმედიური პორტალია, რომელიც კავკასის ამბებს აშუქებს. სანდო ინფორმაციის მოწოდებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ პლატფორმა ყველასთვის, ვისაც სურს დანარჩენებს საკუთარი ხედვა გააცნოს, საკუთარი ან სხვების ამბები გაუზიაროს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test