შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.04

2016

ვაკანსიები

ჟურნალისტის ვაკანსია ტელეკომპანია „კავკასიაში“

ტელეკომპანია „კავკასია“ აცხადებს  ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე

მოვალეობები:
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ვიდეორეპორტაჟების მომზადება.

მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ჟუნალისტიკის ან სხვა შესაბამის სფეროში;
- გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში;
- გამართული მეტყველება;
- ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და გადაცემის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- დროის მართვის უნარი. ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ახალი მედიის ინსტრუმენტების  ფლობა;
- ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა (სასურველია).

მსურველებმა უნდა წარადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

- კანდიდატის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი;
- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გაგზავნეთ ელექტონულ მისამართზე: Kavkasiatv.info@gmail.com  

განაცხადების მიღების ბოლო ვადა -30 აპრილი 2016 წელი.

გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო კონსულტაციები არ გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test