შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.06

2016

კონკურსები

ჟურნალისტური კონკურსი თემაზე: „ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგეტიკა საზოგადოების სამსახურში“

"ენერგოეფექტურობის ცენტრი",  BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი“-ს ფარგლებში, აცხადებს  კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო ტელერადიო რეპორტაჟებისა და ბეჭდურ და ონლაინ-გამოცემებში გამოქვეყნებული ნამუშევრების შესარჩევად თემაზე: "ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგეტიკა საზოგადოების სამსახურში".

 კონკურის მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში.

საკონკურსო რეპორტაჟის თემა:

საქართველოში ევროკომისიის მერების შეთანხმების წევრი-ქალაქების ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გაშუქება; განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;

ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა.

კონკურსში მონაწილეობის პირობაა სატელევიზო და რადიო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალური/რაიონული მედია საშუალების ეთერში გაშვება 2015 წლის პირველი ივნისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდში.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ფულადი  პრემიები.

ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი მაისი.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე რეპორტაჟი ნამდვილად გავიდა რომელიმე ცენტრალური/რაიონული ტვ და რადიო მაუწყებლის ეთერით და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს.

კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეს, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება.

კონკურსის შედეგებს შეაფასებს ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ჟიურის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე:

(+995 32) 2242540; 2242541, ფაქსი: (+995 32) 2242542.
მისამართი: თბილისი, 0160, დ. გამრეკელის ქ. N19, VI სართული.

დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.eecgeo.org  და ენერგოეფექტურობის ცენტრის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/energyefficiencycentre

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test