შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.04

2016

კონკურსები

თბილისის ფოტო ფესტივალი აცხადებს ფოტო კონკურსს „თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში“

თბილისის ფოტო ფესტივალი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ფოტო კონკურსს „თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს უკვე არსებული ფოტო ისტორიების გამოვლენას ან ახალი ფოტო პროექტების შექმნას, სადაც ასახული იქნება პროცესი, როგორ ქმნიან ან იყენებენ ქალები ტექნოლოგიებს, ან ის ქალები, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ საქართველოში, ტექნოლოგიების და მეცნიერების სფეროში. 
კონკურსში მონაწილეობისთვის დაიშვება 2015 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის აპრილის ჩათვლით გადაღებული ნამუშევრები - როგორც ერთი ფოტო, ასევე ფოტოსერია (მინიმუმ სამი ფოტო), რომლებიც არ გამოფენილა და არ გამოქვეყნებულა ონლაინ თუ ბეჭდურ მედიაში. 
საკონკურსო ფოტოს/ფოტოსერიას უნდა ახლდეს განმარტებითი ხასიათის პატარა ტექსტი, რომელიც ინფორმაციას მოიცავს ფოტოს ან ფოტო სერიის გმირის და მისი მოღვაწეობის სფეროს შესახებ.
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს ქართველი და ამერიკელი ფოტოგრაფებისა და ტექნოლოგიებში მომუშავე ქალებისგან დაკომპლექტებული ჟიური. 
კონკურსში გამარჯვებული პირველი სამი ადგილისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი:
• პირველი ადგილი - 1000 ლარი
• მეორე ადგილი - 800 ლარი
• მესამე ადგილი - 600 ლარი
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების მიღება მიმდინარეობს 30 აპრილის, 23:59 საათამდე. კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 10 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრები jpg ფორმატში, ფაილის ზომა 300 dpi, შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com  
პრიზების გადაცემა და გამარჯვებული ფოტოებისგან დაკომპლექტებული გამოფენა გაიმართება თბილისში, 2016 წლის ივნისში. გამარჯვებული ფოტოების გარდა გამოფენაში ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოებიც გაერთიანდება. 
გამოფენილი ფოტოები სლაიდშოუს სახით ნაჩვენები იქნება Tbilisi Photo Festival 2016-ის ცენტრალური ღონისძიების “ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში, რომელიც გაიმართება 17 სექტემბერს, ძველ თბილისში. 
პროექტის პრეზენტაცია ასევე გაიმართება პანკისის ხეობაში, სადაც გამოფენაში გაერთიანებული ფოტოები ასევე სლაიდშოუს ფორმატში იქნება ნაჩვენები Tbilisi Photo Festival-ის მიერ ორგანიზებულ გასვლით ღონისძებაზე, 2016 წლის ივლისში. პანკისის ხეობის ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ფოტოგრაფები და კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების გმირი ქალები.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com

ფოტო კონკურსი “თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში“ დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test