შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.04

2016

კონკურსები

პროექტი ENIGMMA აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე: „გააცანით საქართველო ევროკავშირს“

ფოტო კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას საქართველოსა და ევროკშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და ზოგადად საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების შესახებ. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ შესაძლებლობა მიეცემათ შენგენის ქვეყნებში მოკლე ხნიანი ვიზიტები განახორციელონ. აღნიშნული საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს გაეცნონ ევროკავშირის სახელმწიფოებს ისევე, როგორც გაიცნონ მათი მოქალაქეები. მაგრამ რა იცის ევროკავშირმა საქართველოს შესახებ? რითი განსხვავდება საქართველო და მისი ხალხი სხვა ქვეყნებისაგან?

კონკურსანტებს გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი თვალით დანახული საქართველოს ფოტოები, წარმოადგინოთ ქვეყნის ღირშესანიშნაობები და გააცნოთ საქართველო ევროკავშირს.

კონკურსისთვის დაიშვება ყველა სახის ფოტო თუ ის ასახავს ქართველ ხალხს, უნიკალურ კულტურულ ნივთებს, ტრადიციებს, ჩვეულებებს, ქართულ სამზარეულოს, პეიზაჟებს, ღირებულელებს და ა.შ.

ფოტო კონკურსი გაიმართება 2016 წლის 1 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით.

ფოტოები შეფასდება სპეციალური ჟიურის მიერ. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში პროექტ ENIGMMA ვებ-გვერდზე და ICMPD-ის Facebook გვერდზე ICMPD in Georgia. ჟიური შეფასებისას მხედველობაში მიიღებს შემდეგ კრიტერიუმებს:

** თემასთან შესაბამისობა;
** კრეატიულობა;
** მრავალმხრივობა;
** ტექნიკა;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 

 შეავსეთ ფოტოს წარდგენის ფორმა და გაგზავნეთ იგი თქვენს ფოტო(ებ)თან ერთად.

სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით - პლანშეტური კომპიუტერით. 12 საუკეთესო ფოტო დაიბეჭდება პროექტ ENIGMMA-ს 2017 წლის კალენდარში. საუკეთესო ფოტოები გამოიფინება მაისში ქ. ბათუმში საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. გამარჯვებულებს 2016 წლის ბოლოს აღნიშნული კალენდარი საჩუქრად გადაეცემათ.
საკონკურსო ფოტო და ფორმა გაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე enigmma-photo@icmpd.org.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test