განცხადებები
დედლაინი
31.03
2016
ტრენინგები
სტუდენტებს იწვევენ კონფერენციაზე -„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად
კონფერენცია გაიმართება თბილისში, 3 და 4 ივნისს, 2016 წ.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
-ადამიანის უფლებები და მედია;
-ჟურნალისტის უფლებები;
-სასამართლო და მედია;
-მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
-დანაშაული და მედია;
-სენსაცია და ადამიანის უფლებები;
-არჩევნები და მედია;
-გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
-გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
-ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
-საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
-გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
-კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
-სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა.
კონფერენცია ინტერდისციპლინურია. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონის სტუდენტების მგზავრობას და დაბინავებას უზრუნველყოფს DWA.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com
-მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
-სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გაგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87 (ორშ-პარ, 9.00-19.00), amalia.oganjanyan@dw.de.