შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.02

2016

ვაკანსიები

“გოუ ჯგუფი” და მედიაპორტალი JAMnews აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე

მედიაორგანიზაცია "გოუ ჯგუფი" და მედიაპორტალი JAMnews აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები: სხვადასხვა საკომუნიკაციო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ორგანიზაციისა და მედიაპორტალის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ონლაინ და რეალურ რეჟიმში საინფორმაციო ხასიათის ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება. 

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება. სასურველია სამაგისტრო ხარისხი მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** PR-კამპანიების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება ონლაინ და რეალურ რეჟიმში;
** ჟურნალისტიკისა საფუძვლების და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა და გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office-Word; PowerPoint; Photoshop, Internet) სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელობა, დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე).

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 22 თებერვალი. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი (თქვენთვის სასურველ ენაზე) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ნომრები ელექტრონულ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net 

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება გასაუბრების შედეგების მიხედვით.

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ორგანიზაციისა და მედიაპორტალის ვებგვერდებს: http://www.gogroupmedia.net (Go Group Media); http://www.jam-news.net(JAMnews).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 59957626

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test