შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.02

2016

განცხადებები / ვაკანსიები

რადიო „თბილისი“ FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დედაქალაქში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება - სასურველია მედია მარკეტინგში, გაყიდვებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.
- აუცილებელი მოთხოვნაა გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი, (სასურველია მედიაგაყიდვებში)
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint.

თვისებები:

ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი,პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვის კარგი უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

-გაყიდვების მენეჯერი მუშაობს რადიო "თბილისის" გაყიდვების დეპარტამენტში; მუშაობს ახალ იდეებსა დაწინადადებებზე სარეკლამო დამკვეთებისთვის; მუშაობს კონტენტის უკეთესად შეფუთვაზე და გაყიდვაზე.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV, ფოტოსურათთან და სამოტივაციო წერილთან ერთად ელ-მისამართზე:  tbilisifm93.5@gmail.com   არაუგვიანეს 2016 წლის 29 თებერვლისა.

არასრული განაცხადები არ განიხილება. ასევე არ განიხილება კომპანიის ტელეფონზე შემოსული ზარები.წერილის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდებაCV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test