შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

2015

განცხადებები / კონკურსები

კონკურსი მედიისთვის - ტოლერანტობის პრიზი

მედიის განვითარების ფონდი, ილიას უნივერსიტეტი და გაეროს ასოციაცია აცხადებენ კონკურსს იმ მედია საშუალებების, ჟურნალისტებისა და ბლოგერების გამოსავლენად, რომლებიც 2015 წელს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და მრავალფეროვნების საკითხების გაშუქებას უწყობდნენ ხელს. 

2015 წელს ტოლერანტობის პრიზი შემდეგ ნომინაციებზე ცხადდება:

** ტოლერანტობის პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის;
** ტოლერანტობის პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის;
** ტოლერანტობის პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის;
** ტოლერანტობის პრიზი ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის;
** ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე;
** ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის;
** ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 2015 წლის განმავლობაში შექმნილი ბეჭდვითი, ონლაინ, სატელევიზიო ან რადიო პროდუქცია 2015 წლის 30 ნოემბრამდე შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: mdfgeo@gmail.com

დამატებითი კითხვებითა და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე ან ტელეფონის ნომრებზე: 0790/99 66 07; მობ: 5 77 751064;

საკონტაქტო პირი გელა ბოჩიკაშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test