შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.11

2015

განცხადებები / კონკურსები

კონკურსი: "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაშუქება"

ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებასთან ერთად , აცხადებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილ კონკურსს: "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაშუქება"

15 ოქტომბერს, 17:30-ზე ჩატარდება საორიენტაციო შეხვედრა ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისის ოფისში ყიფშიძის 49ა-ში, სადაც მოხდება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვესაუბროთ საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. შეხვედრაზე დარიგდება გიფ-თბილისის მიერ მომზადებული გზამკვლევი, სადაც იქნება განხილული შემდეგი თემები:

- როგორ გავაშუქოთ სუიციდი?
- რა უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა დავწეროთ ბოლოგი/სტატია/ გავაკეთოთ ფოტორეპორტაჟი ოჯახურ ძალადობაზე?
- როგორ გავავრცელოთ ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანის ხელით ქმნილ, თუ ბუნებრივ კატასტროფებზე?

საორიენტაციო შეხვედრის შემდგომ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 15 ნოემბრამდე უნდა დაწერონ და გამოაქვეყნონ ონლაინ სივრცეში საკონკურსო ნამუშევარი - სტატია, ფოტორეპორტაჟი, სადაც განიხილავენ გარკვეულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, სათანადო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. კონკურსანტებმა ასევე უნდა გამოაგზავნონ სტატიის ლინკი შემდეგ მისამართზე: workshop@gip-tbilisi.com 

ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებთ, რომლებიც გაეცნობათ მონაწილეებს საორიენტაციო შეხვედრისას.

კონკურსის გამარჯვებულებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს, პირველი ადგილის შემთხვევაში - 500 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი.

ასევე პირველი ადგილის მფლობელის სტატია/ფოტორეპორტაჟი იქნება ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და გაიგზავნება ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის ევროპის კოლეჯის European College of Neuropsychopharmacology (ECNP) მედია კონკურსზე, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს ფულად ჯილდოს 1000 ევროს ოდენობით და ასევე მიწვევას ორგანიზაციის ყოველწლიურ კონგრესზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ კონკურსში მონაწილეობისა და საორიენტაციო შეხვედრაზე დასწრების განზრხვის დასტური და თავიანთი სოციალურ თემაზე გაკეთებული პუბლიკაციის ლინკი შემდეგ მისამართზე: workshop@gip-tbilisi.com

შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი - ჯანა ჯავახიშვილი

იხილეთ კონკურსის ღონისძიების ბმული.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test