შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.10

2015

კონკურსები

ინიციატივა „ადამი“ აცხადებს კონკურსს

მედიის განვითარების ფონდი

ინიციატივა „ადამი" მიმართულია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაზე - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ კინო, სატელევიზიო და ონლაინ პროგრამებს, რომელიც განსხვავებული ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული წარმომავლობის ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას წარმოაჩებს.

ადამი მედია პრიზი 2015 გადასცემს ექვს პრიზს ექვს კატეგორიაში:
ადამი მედია პრიზი გართობის სფეროში (მხატვრული)
ადამი მედია პრიზი ინფორმაციის სფეროში (არამხატვრული)
ადამი მედია პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები
ახალგაზრდა ადამი პრიზი
ადამი ონლაინ პრიზი ვებ-გვერდებისათვის
ადამი მედია პრიზი ინტერნეტ ვიდეოებისათვის

ადამი მედია პრიზი 2015 წლის გადაცემის ცერემონია გაიმართება ფესტივალის გალა საღამოზე, თბილისში, დეკემბერში, და გადაიცემა კონკურსში მონაწილე ექვსივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი. მონაწილე მაუწყებლობები, საპროდიუსერო კომპანიები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ინდივიდები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზეww.adamimdiaprize.eu და გამოაგზავნონ ორი DVD, თანდართული შევსებული განაცხადის ფორმით ჩვენი თბილისის ოფისის მისამართზე. დელატური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ბროშურაში.

ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში
შვეიცარიის განვითარების სააგენტო სამხრეთ კავკასიაში
რადიანის ქ.12, თბილისი, საქართველო, 0179

ტელ.: +995 32 222 57 59
ელ-ფოსტა: competition@adamimediaprize.eu
www.adamimediaprize.eu

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test