შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

05.10

2015

ვაკანსიები

საინფორმაციო პორტალი www.newpress.ge აცხადებს სტაჟირებას დამწყები ჟურნალისტებისთვის

ეს პროექტი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სურს, ჟურნალისტიკაში მაღალპროფესიონალურად დახელოვნდეს და დასაქმდეს კიდეც. მსურველები კონკურსით შეირჩევიან და სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას უფასოდ გაივლიან.

განაცხადის წარმოდგენა ნებისმიერი პროფესიის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს შეგიძლიათ იმერეთის რეგიონიდან, თუ მოტივირებული ხართ, რომ პრაქტიკულად დახელოვნდეთ ჟურნალისტიკაში!

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ,პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, ტრადიცული და ახალი მედიის უნარ–ჩვევებს.

სტაჟირებისას თქვენს განკარგულებაში იქნება შესაბამისი კომპიუტერული თუ ვიდეოტექნიკა. ამ სამი თვის მანძილზე იცხოვრებთ რეალური სარედაქციო ნიუსრუმის რეჟიმში, პროფესიონალი ჟურნალისტების ხელმძღვანელობით მოამზადებთ როგორც ახალ ამბებს გაზეთი „ახალი გაზეთისთვის“ და ყოველდღიური ინტერნეტგამოცემისთვის, www.newpress.ge , ასევე – სიღრმისეულ სტატიებს, ინტერვიუებსა თუ ფოტო–ვიდეო სიუჟეტებს.

მულტიმედიაპლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში სამუშაოდ გქონდეთ ცოდნა და პრაქტიკული უნარ–ჩვევები.

სტაჟირების დასასრულს 10 ბალიანი სისტემით შეფასდება ლაბორატორიის სტუდენტთა საქმიანობა შემდეგი კრიტერიუმებით: სიახლეების ათვისების უნარი; განსხვავებული ხედვისა და თემების მიგნების ნიჭი; წყაროების მოძიებისა და გადამოწმების მეთოდები; მოვლენის მულტიმედიური გაშუქების უნარი; გამართული ქართულით მეტყველება და წერა; კრიტიკული აზროვნების უნარი.

ისინი, ვინც 80%–ზე მეტ ქულას დააგროვებენ, სერთიფიკატის მიღებასთან ერთად, დასაქმდებიან www.newpress.ge ზე.

მსურველებმა მიმდინარე წლის 05 ოქტომბრამდე უნდა გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია (cv) და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე: ia_bobokhidze@yahoo.com. სასურველია ასევე ჟურნალისტური მასალის გამოგზავნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599 740 760, 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test