შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.09

2015

კონკურსები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს ტენდერს სოციალური რეკლამის შესაქმნელად

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლების შესაქმნელად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში (ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევრაზიის თანამშრომლობის ვებ-გვერდზე: www.epfound.ge). 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებს უწყობს ხელს. 
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ფონდის მანდატები და მიდგომები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერის ინტეგრაცია პროგრამებში, ახალგაზრდების ინტეგრაცია, სექტორებს შორის თანამშრომლობა და ღია კარი.
მანდატებისა და მიდგომების ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა. 
ფონდის დონორებისა და პარტნიორების რიცხვში არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (EU), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ა.შ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ რვა დამოუკიდებელ ფონდს აერთიანებს. 

პრობლემის აღწერა:

საჯარო ფინანსების მართვის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა არასათანადო ინფორმირებულობის პირობებში, საზოგადოება ვერ იღებს აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვერ სარგებლობს აღნიშნულ სფეროში მონიტორინგისა და ადვოკატირების განხორციელების შესაძლებლობებით.
აღნიშნულ სიტუაციას ამძაფრებს მონიტორინგის ქმედითი მექანიზმებისა და ამ მიმართულებით საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სისტემური დიალოგის ფორმატის არარსებობა. შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგი ცენტრალურ, თუ ადგილობრივ დონეზე საკმაოდ შეზღუდულია.

ტენდერის მიზანი: საქართველოში საჯარო ფინანსების ხარჯვისა და საბიუჯეტო სახსრების მართვის მხრივ არსებული პრობლემების, აგრეთვე, ამ სფეროში საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება. 

ტენდერის ამოცანები:

ტენდერის ფარგლებში უნდა მომზადდეს 2 სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო რგოლი. ტენდერის გამარჯვებულებმა უნდა მოამზადონ სოციალური რეკლამის ვიდეო და აუდიო რგოლები, როგორც ვრცელი (30 წამი), ასევე, მოკლე (15 წამი) ვერსიების სახით, ტელე და რადიომაუწყებლობისათვის. 
სარეკლამო რგოლები შემდეგ ამოცანებს ისახავს მიზნად:

** მოქალაქეთა ინფორმირება საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე
** მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება საბიუჯეტო სახსრების მართვის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ
** საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა:

** ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება.

დაფინანსება:

** ტენდერის საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3,800 ლარს.
** შესაძლებელია განაცხადი წარმოდგენილ იქნას მხოლოდ ერთი სარეკლამო რგოლის მოსამზადებლად. შესაბამისად, გამარჯვებულად შეიძლება გამოვლინდეს მაქსიმუმ ორი განაცხადი. 

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

** ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა წარმოადგინოს:
** სოციალური სარეკლამო რგოლების წინასწარი სცენარი;
** რგოლების დამზადების ვადები;
** იმ პირთა ბიოგრაფიები, რომლებიც ჩართული იქნებიან სარეკლამო რგოლების მომზადებაში; 
** ამ პირთა მიერ მომზადებული მინიმუმ 2 სოციალური რეკლამის ნიმუში;
** საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი.
** სატენდერო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში, ან ელექტრონული სახით შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: pem@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: PEM_PSA).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტენდერზე წარდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი რჩება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განკარგულებაში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ფონდი გამოიყენებს მხოლოდ განხილვის მიზნით და არ მიაწვდის ამ ინფორმაციას გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, იმათ გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან მოთხოვნილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დამფინანსებლების მიერ. 

შერჩევის პროცესი:

** სატენდერო განაცხადებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მენეჯმენტი, პროგრამის თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტანტები განიხილავენ. 
** განხილვის პროცესში განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში. 

შერჩევის კრიტერიუმები:

** სატენდერო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** შემოთავაზებული სცენარების შესაბამისობა ტენდერის მიზანთან და ამოცანებთან;
** განმცხადებლების გამოცდილება სოციალური რეკლამების მომზადებაში;
** დაგეგმილი სამუშაოს განხორციელების ვადების სიმჭიდროვე;
** ბიუჯეტის კონკურენტუნარიანობა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.
საკონტაქტო პირები: ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი (vbaramia@epfound.ge) და მადონა შილდელაშვილი, პროექტის ასისტენტი (mshildelashvili@epfound.ge ).

ტენდერის განრიგი:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი, 18:00 საათი. 
ტენდერის მონაწილეები ფონდისაგან წერილობით პასუხს მიიღებენ არაუგვიანეს 2015 წლის 31 სექტემბრისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test