შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.09

2015

ვაკანსიები

„ლიბერალი“ აცხადებს კონკურსს დამწყები ჟურნალისტებისათვის

„ლიბერალი“ აცხადებს კონკურსს დამწყები ჟურნალისტებისათვის საგამოძიებო პუბლიკაციის მოსამზადებლად. პროექტს გერმანიის განვითარების სამინისტრო აფინანსებს და სომხურ, უკრაინულ და მოლდოვურ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს n-ost - აღმოსავლეთ ევროპული სიახლეების გასაშუქებელი ჟურნალისტური ქსელი.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ ჟურნალისტებს კონსულტაციასა და მხარდაჭერას გაუწევენ პროექტში მონაწილე მედიაორგანიზაციები და ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან. დაგეგმილია მონაწილეთა შეხვედრები ბერლინსა და კიევში.

რადგან პროექტის სამუშაო ენა ინგლისურია და საგამოძიებო პუბლიკაციაზე ორ-ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთობლივად უნდა იმუშავონ, კონკურსანტებს მოეთხოვებათ ამ ენის სრულყოფილად ფლობა. რუსულის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.

მონაწილეობის მსურველებმა 15 სექტემბრამდე უნდა გაგზავნონ რეზიუმეები და საგამოძიებო ხასიათის ჟურნალისტური ნამუშევრები, თუ ასეთი გააჩნიათ. გასაუბრება შედგება 15-დან 20 სექტემბრამდე. პუბლიკაციის გამოქვეყნების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 დეკემბერი. პუბლიკაციისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი.

საჭირო დოკუმენტაცია გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: nvestigategeo@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test