შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.08

2015

ვაკანსიები

IDFI აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე

 

 

IDFI და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ახორციელებენ პროექტს "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება". აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში.
პროექტი 2014-2015 წლებში განხორციელებული ხუთთვიანი აქტივობების გაგრძელებაა (განვლილ პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://idfi.ge/ge/strategic-plan-georgia-2020).
ახალი საგრანტო ხელშეკრულებით 2015-2016 წლის პროექტი "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მოიცავს შვიდ თვიან პერიოდს და მის ფარგლებში დაგეგმილია:
** ინტერნეტ სივრცის აქტიური მომხმარებლების (ბლოგერების, ანალიტიკოსების, პოდკასტერების და სხვა პირების) მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და კონკურსის ორგანიზება;
** სალექციო კურსების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი);
** "საქართველო 2020"-თან დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით;
** "საქართველო 2020"-თან დაკავშირებული სამეცნიერო ფორუმის ჩატარება 2016 წლის თებერვალში.

IDFI აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1,680 ლარი (დარიცხული)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 16 აგვისტო, 2015 წელი.

სამუშაოს აღწერა:

1. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება:
** ბლოგერების კონკურსის გამოცხადება, ვორქშოპის ორგანიზება და ჩატარება, შემოსული აპლიკაციების დამუშავება, დასკვნითი ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება, მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება, სხვა სახის საორგანიზაციო საკითხები;
** ლექტორებთან ურთიერთობა, ვიზიტის დაგეგმვა, ორგანიზება, მისი განხორციელების ხელშეწყობა;
** დისკუსიების ორგანიზება და მოწყობა (საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები), მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება;
** სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება (ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები), მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება;

2. აქტივობების ფარგლებში განხილული თემების მიხედვით პოლიტიკის დოკუმენტებისა (policy paper) და მსგავსი ანალიტიკური სახის ნაშრომების დაწერა;

3. პროექტით დასახული ამოცანების მისაღწევად საჭირო ყველა იმ მოქმედების განხორციელება, რაც შეესაბამება პროექტის ასისტენტ-ანალიტიკოსის ჩვეულებრივ საქმიანობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთ წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
** მაგისტრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკური ან პოლიტიკური მეცნიერებების განხრით; აგრეთვე, სასურველია აპლიკანტი ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს)
** ინგლისური ან/და გერმანული ენების სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
აპლიკაციის პროცესი:

IDFIდაინტერესებულ პირებს თხოვს, გაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა, რომელიც აღწერს თუ რატომ არის აპლიკანტი შესაფერისი კანდიდატი და რატომ არის დაინტერესებული გამოცხადებული ვაკანსიით IDFI-ში) და უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ასისტენტ-ანალიტიკოსი").
შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა და შერჩეული აპლიკანტების მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაბარება (გასაუბრება შესაძლებელია დისტანციურად, Skype-ს საშუალებით). მესამე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს დაევალებათ მოკლე წერითი ნაშრომის წარმოდგენა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test