შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.09

2015

ვაკანსიები

რადიოსადგური "თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას

 

 

ახალი რადიოსადგური "თბილისი“ FM93.5 აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია მედია მარკეტინგში, გაყიდვებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
აუცილებელი მოთხოვნაა მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი, (სასურველია მედია გაყიდვებში);
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office - Word, Excel, PowerPoint

თვისებები:
ნოვატორული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, კომუნიკაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვის კარგი უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერა;

გაყიდვების მენეჯერი მუშაობს რადიო „თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტში.
მუშაობს ახალ იდეებსა და წინადადებებზე სარეკლამო დამკვეთებისთვის, მუშაობს კონტენტის უკეთესად შეფუთვაზე და გაყიდვაზე.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბრამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე reklama@heretifm.com 
არასრული განაცხადები არ განიხილება.
წერილის ველში გთხოვთ მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან).
რადიო “თბილისი” წარმოადგენს რადიო ჰერეთის ახალ რადიოსადგურს, რომელიც თბილისის ბაზრისთვის შეიქმნა და მალე დაიწყებს მაუწყებლობას ტალღაზე FM93.5.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test