შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.08

2015

ვაკანსიები

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის პროგრამის წამყვანის პოზიციაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის ყოველდღიური პროგრამის წამყვანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს საათები: მცოცავი

ძირითადი სამუშაო მოიცავს:

- პირდაპირ ეთერში მუშაობა (ეთერის მიმდინარეობა: 07:00- 10:00);
- პროგრამის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- თემებისა და სტუმრების მოძიება პროდიუსერებთან ერთად;
- საკადრო ტექსტების მომზადება;
- პროგრამის რეჟისორთან/პროდიუსერთან კოორდინირებული მუშაობა.

კონკურსანტის პროფილი:

- უმაღლესი განათლება. სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- კანდიდატის ასაკი - 30 წლიდან 45 წლამდე;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ და სხვა უცხო ენებს;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- იმპროვიზაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

- აპლიკაციების გადარჩევა
- გასაუბრება
- ქასთინგი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათით ელ.მისამართზე: hr@gpb.ge 2015 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დილის წამყვანი",  წინააღმდეგ შემთხვევაში  მონაცემები არ განიხილება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test