შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.08

2015

ვაკანსიები

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე

მედიის განვითარების ფონდი (MDF) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის წებ გვერდი: http://www.mdfgeorgia.ge).

მიმდინარე ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსით შერჩეული პირი ჩაერთვება ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტში: მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. პროექტის მიზანია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ კომუნიკაციის ხელშეწყობა, როგორც საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის შეფასებისა და ანალიზის გზით, ასევე მედიაში გამოვლენილ მცდარ ინფორმაციაზე კვალიფიციური კვლევების მომზადებისა და გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე საჯარო დისკუსიების ორგანიზების გზით.

მკვლევარი/ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშის მომზადება;
** მედია მონიტორინგის შედეგების შესაბამისად ყოველკვირეულად ძირითადი თემატიკის გამოყოფა და რეაგირების დაგეგმვა;
** სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიის ანალიზი;
** კვლევის ფარგლებში ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება;
** კვლევის შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილეობა;
** პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა, მათ შორის ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება (ტრენინგების, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება).

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამაგისტრო ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, სოციოლოგიაში ან სამართალში;
** კვლევით პროექტებში ჩართულობის გამოცდილება;
** აკადემიური წერის გამოცდილება;
** ანალიტიკური საქმიანობის უნარი;
** ინგლისურ ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი და იმ ხელმძღვანელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც გიმუშავიათ, ასევე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი) შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 6 აგვისტო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test