განცხადებები
დედლაინი
28.05
2022
განცხადებები / ანონსი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ონლაინპორტალის mediachecker.ge-ს პრეზენტაცია
20 აპრილს, 13.00 საათზე, “ფრონტლაინ კლუბში” (მის: ლადო ასათიანის ქ. 62), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამართავს ახალი ონლაინპორტალის mediachecker.ge-ს პრეზენტაციას.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტისპარტნიორები არიან დოიჩე ველე აკადემია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
Mediachecker.ge არის ვებპორტალი, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტურიპროდუქტის ანალიზის შედეგები იქნება თავმოყრილი. მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად დააკვირდება მედიასაშუალებებსდა დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს მოამზადებს.ვებგვერდზე ცალკე რუბრიკა “მედიაენა” დეთმობა მედიაში აღმოჩენილ ენობრივ დარღვევებს. საიტის კიდევ ერთი რუბრიკაა“მედიასამართალი”, რომელშიც საკანონმდებლო ბაზა და პრეცედენტული სამართალი გაერთიანდება.
ვებგვერდი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და სფეროთიდაინტერესებული მოქალაქეებისთვის.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს