განცხადებები
დედლაინი
03.04
2015
ანონსი
ახალი სარეკლამო რეგულაციები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში - დისკუსია ფრონტლაინში
3 აპრილს, 15:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯიაში“, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით.
ცვლილებები კანონში 1 აპრილიდან შედის ძალაში, დოკუმენტში განსაზღვრული რეგულაციები ეტაპობრივად, მომდევნო სამი წლის მანძილზე ამოქმედდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ყოველ სამაუწყებლო საათში რეკლამის 20 % -იანი ლიმიტია დაწესებული, რაც 1 საათში 12 წუთს შეადგენს. გაიმიჯნა სასპონსორო და სარეკლამო მომსახურების პირობები.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონი უზრუნველყოფს სარეკლამო ბაზრის ბალანსირებულად სეგმენტირებას, რაც გაზრდის ბეჭდური და ონლაინ მედიის შემოსავალს.
მომხსენებელი - კახა ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი. მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა იმართება საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტის GIPA ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით.
დასწრება თავისუფალია
მის: ლადო ასათიანის ქ. 62
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს