განცხადებები
დედლაინი
28.05
2022
განცხადებები / ანონსი
სამოქალაქო მოსმენა თემაზე: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე
14 თებერვალს, თბილისში, გაიმართება სამოქალაქო მოსმენა თემაზე: რუსეთის საინფორმაციო გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.
ღონისძიება ტარდება 13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში, მისამართზე: ალექსიძის ქ. 8 (სპორტის სასახლის უკან).
აზერბაიჯანის მხრიდან მოხსენებით გამოვა ჟურნალისტი ქემალ ალი, სომხეთის მხრიდან-რუბენ მეგრაბიანი, ინტერნეტ-გამოცემა 1in.am-ის რუსულენოვანი სამსახურის რედაქტორი, პოლიტიკური და საერთასორისო კვლევების სომხური ცენტრის ექსპერტი. სამოქალაქო მოსმენაზე საქართველოს წარმოადგენს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, რეგიონული განვითარების და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გაბრონიძე.
ღონისძიება ტარდება პროგრამის - „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ - ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy - NED).
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს