განცხადებები
დედლაინი
27.01
2015
განცხადებები / ანონსი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ შუღლის გაღვივების პრევენცია? – „ლიბერალის“ დისკუსია
ჟურნალი „ლიბერალი“ 27 იანვარს, 19:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში (მის: ასათიანის ქ.7), გამართავს დისკუსიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
პროექტის მიხედვით, საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოვა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის.
დისკუსიის მოდერატორი: თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების იურისტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი (EMC)
სტუმრები:
თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი
გედევან ფოფოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი (GDI)
დისკუსია დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
საჩუქრად ყველა სტუმარს ჟურნალ "ლიბერალის" სხვადასხვა ნომრები.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს