შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.01

2015

ტრენინგები

ტრენინგი მედია-პროფკავშირების განვითარებაში ახალგაზრდა აქტივისტი ჟურნალისტების ჩართულობის შესახებ

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დამწყებ ჟურნალისტებსა (სტაჟიორებს) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. ისინი შეისწავლიან მედია-პროფკავშირული საქმიანობის ორგანიზებას და პროექტის ფარგლებში, მომავალში მონაწილეობას მიიღებენ მედია-პროფკავშრებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში.

ტრენინგი 2015 წლის იანვრის ბოლოს/თებერვლის დაწასყისში ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება. ტრენინგის დაწყების თარიღი/დრო/ადგილი და განსახილველი თემები მოგვიანებით მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.

ტრენინგს ჩაატარებენ ადგილობრივი ტრენერები, რომლებსაც ასისტენტობას გაუწევს ბრიტანელი ექსპერტი მედია-პროფკავშირების საკითხებში, ბიბისის წარმომადგენელი არჯუმანდ ვაჯიდი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე:  eugene@iagj.org.ge 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 იანვარი. ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2015 წლის 20 იანვრამდე.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

 “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან” ერთად ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის ევროკავშირის პროექტს -  "Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus",  რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას. (“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” 2000 წლიდან არის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org)

პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test