შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.01

2015

ტრენინგები

ტრენინგი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ აცხადებს განაცხადების მიღებას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობისათვის. ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის. ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან მეთოდებს მათი პირადი უსაფრთოების და მოპოვებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფაზე  და განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს.

ტრენინგი 2015 წლის იანვრის ბოლოს/თებერვლის დაწასყისში ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება. ტრენინგის დაწყების თარიღი/დრო/ადგილი და განსახილველი თემები მოგვიანებით მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.

ტრენინგს ჩაატარებს ბრიტანელი ექსპერტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის უსაფრთხოების საკითხებსა და ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტიკაში, დევიდ ბევანი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ CV და სასურველია განმცხადებელმა გამოაგზავნოს მისი სტატიების ლინკები შემდეგ მისამართზე:  eugene@iagj.org.ge 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 16 იანვარი. ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2015 წლის 20 იანვრამდე.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

 “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან” ერთად ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის ევროკავშირის პროექტს -  "Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus",  რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას. (“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” 2000 წლიდან არის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org)

პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test