განცხადებები
დედლაინი
23.12
2014
განცხადებები / ანონსი
23 დეკემბერს დააჯილდოვებენ ჟურნალისტურ კონკურსში - ნაბიჯი თავისუფლებისკენ- გამარჯვებულებს
23 დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) გამოავლენს ჟურნალისტურ კონკურსში -ნაბიჯი თავისუფლებისკენ- გამარჯვებულებს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, 23 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მ. ქანთარიას 11ა).
შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით, ახორციელბს პროექტს პატიმართა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა აღნიშნული კონკურსი, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის.
კონკურსის მიზანს წარმოადგენდა პატიმართა, პრობაციონერთა და ყოფილ მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მედიის მიერ თემის გაშუქების საშუალებით; ასევე, მედიის როლის გაძლიერება და მაღალი ეთიკური და ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრება მსგავსი მოწყვლადი ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-მა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, რომელთაგანაც, ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს.
ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის:
1. საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;
2. საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
3. საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება;
4. საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;
5. საუკეთესო ბლოგ-პოსტი.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 500 ლარი ფულადი ჯილდო.
გთხოვთ, მობრძანდეთ დაჯილდოების ცერემონიაზე.