შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

18.02

2015

ტრენინგები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გააგრძელა განაცხადების მიღება ღია მონაცემთა ბაზების შესახებ ტრენინგში მონაწილეობისათვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 29 იანვრამდე გააგრძელა  განაცხადების მიღება   ღია მონაცემთა ბაზების შესახებ ტრენინგში მონაწილეობისათვის. თავდაპირველად, ბოლო ვადა  14 იანვარით შემოიფარგლებოდა. ტრენინგი განკუთვნილია თბილისში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის. ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან ღია მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებს და განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:  28 იანვარი, 2015 წელი.

ტრენინგი 2015 წლის განმავლობაში ოთხ ეტაპად ჩატარდება. თითოეული სესიის ჩატარების თარიღი და განსახილველი თემები მოგვიანებით კიდევ დაზუსტდება. ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

19 - 21 იანვარი:  

-საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
იურიდიულ მონაცემთა ბაზა;
მონაცემები ელექტრონული შესყიდვების შესახებ;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ელექტრონული შესყიდვების მონიტორინგის ონლაინ პლატფორმა.

16 - 18 მარტი:  

-კომპანიების შესახებ კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
-მონაცემები საქართველოში მოქმედი კომპანიების მფლობელებისა და ხელმძღვანელების შესახებ;
-„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კომპანიების საძიებო ონლაინ პლატფორმა;
მონაცემები უცხოური კომპანიების შესახებ (კომპანიები რეგისტრირებული ოფშორულ ზონებში, აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მონაცემები).

18-20 მაისი:  

-საჯარო სამსახურისაა და საარჩევნო კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
-საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები;
-მონაცემები პარტიული შემოწირულებების შესახებ;
-არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემთა პლატფორმები;
მიწის საკუთრების მონაცემთა ბაზა, მათ შორის ციფრული რუკები. 

14- 16 სექტემბერი:

-სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
-მონაცემები სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესახებ;
-მონაცემები სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ; მონაცემები მოვალეთა რეესტრის შესახებ;
-ფინანსთა სამინისტროს მონაცემები (იმპორტისა და ექსპორტის მონაცემები, სახელმწიფო ვალი);
მონაცემები მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებზე და სატელეკომუნიკაციო სექტორის სტატისტიკა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში არსებული მედია საშუალების ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ან სურთ იმუშაონ ღია მონაცემთა ბაზებზე. ტრენინგი  ტარდება ქართულ ენაზე.

ჟურნალისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ოთხივე სესიაში, ან მხოლოდ იმ სესიაში/სესიებში, რომელზეც მათთვის საინტერესო საკითხები იქნება განხილული. ყოველი სესიის დაწყებამდე ხელახლა გამოცხადდება მიღება თავისუფალ ადგილებზე.

ტრენინგი ჩატარდება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში მისამართზე: თბილისი, მწვანე ოფისი, მარჯანიშვილის ქ. 6.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10:00 სთ-დან 17:30 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, რომელშიც მათთვის საინტერესო თემები იქნება აღწერილი, შემდეგ მისამართებზე: mamuka@transparency.ge და ana.dabrundashvili@transparency.ge

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 14 იანვარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მამუკა ანდღულაძე: 574402470, mamuka@transparency.ge

ანა დაბრუნდაშვილი: 593645475, ana.dabrundashvili@transparency.ge

მოკლე ინფორმაცია ტრენერების შესახებ:

მამუკა ანდღულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსია. მამუკა ანდღულაძე ფლობს გერმანიის ზაარბრიუკენის ინსტიტუტის ევროპის სამართლის მაგისტრისა (Eur LL.M.) და სამართლის დოქტორის ხარისხს, ძირითადი სპეციალობით ევროპის მედიის სამართალი. ასევე გავლილი აქვს პოსტ-სადოქტორო პროგრამა ციურიხის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან მამუკა ანდღულაძე მუშაობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მედია კანონმდებლობასა და ღია მონაცემთა ბაზების კვლევის საკითხებზე. არის არაერთი კვლევისა თუ ბლოგის ავტორი.

ანა დაბრუნდაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი მკვლევარია. ანა დაბრუნდაშვილს მინიჭებული აქვს ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. ანა დაბრუნდაშვილი მუშაობდა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში“ მედია მონიტორის პოზიციაზე. 2012 წლიდან ანა დაბრუნდაშვილი მუშაობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მედია გარემოს, სახელმწიფო შესყიდვებისა და ღია მონაცემთა ბაზების ანალიზის საკითხებზე. არის არაერთი კვლევისა თუ ბლოგის ავტორი.

ტრენინგი ხორციელდება „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის" (M-TAG) პროგრამის ფარგლებში.

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test