შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.12

2014

განცხადებები / ტრენინგები

BBC Media Action ქართველ ჟურნალისტებს იწვევევს ინტერვიუირების ტექნიკის შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა  მედია სამეზობლო  ქართველ ჟურნალისტებს იწვევს ინტერვიუირების ტექნიკის შესახებ ორდღიან  ტრენინგში მონაწილეობის მიღებად.

მედია სამეზობლო

მედია სამეზობლო არის სამწლიანი სასწავლო პროგრამა სამაუწყებლო, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის  ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მენეჯერებისათვის. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ანხორციელებს BBC Media Action-ის გუნდი.

პროგრამას აქვს ორი ძირითადი მიზანი:

• გააძლიეროს ჟურნალისტების პროფესიონალური შესაძლებლობები, განსაკუთრებით მედიის დამოუკიდებლობის კუთხით,  ონლაინ მედიაში.
• გააუმჯობესოს ისეთი საკითხების გაშუქება, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთთან, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან მიმართებით  ევროკავშირის სოციალური და  ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები.

გაშუქება: ინტერვიუს აღების ტექნიკის უორქშიფი - 28-29 იანვარი, 2015 (თბილისი, საქართველო)

• ინტერვიუს სახეები;
•როგორ ვიკვლიოთ და მოვემზადოთ ინტერვიუსათვის;
•როგორ ვესაუბროთ, მივმართოთ და არ მოვატყუოთ რესპონდენტი;
•როგორ ჩამოვაყალიბოთ შეკითხვები;
•როდის და როგორ შევაწყვეტინოთ რესპონდენტს;
•როგორ დავწერიოთ და გავარედაქტიროთ ინტერვიუ.

მოთხოვნები:

• უნდა გქონდეთ მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ჟურნალისტად ან რედაქტორად მუშაობისა ნებისმიერი პლატფორმის მედია ორგანიზაციაში;
• აშუქებდეთ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.

უორქშოფი ჩატარდება თბილისში BBC-სა და  AFP-ის მაღალი რანგის, გამოცდილი  ჟურნალისტებისა და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრენერების ხელმძღვანელობით. ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი.

ტრენინგი ორი სრული დღის განმავლობაში გაგრძელდება და  დასწრება ყველა სხდომაზე იქნება სავალდებულო.

თუ თქვენ ამჟამად მუშაობთ საქართველოს რომელიმე მედიაში, შეგიძლიათ ასევე გამოთქვათ ტრენინგში  მონაწილეობის სურვილი.

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმანის თანხლებით.

გაითვალისწინეთ:

თუ თქვენ ესწრებოდით მედია სამეზობლოს მიერ ორგანიზებულ წინა ტრენინგებს,  არ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება ამ ტრენინგში.

განაცხადი და ინფორმაცია

დაინტერესებულმა პირებმა  17 დეკემბრამდე  გაგზავნეთ  CV და სამოტივაციო წერილი თქვენი გამოცდილების შესახებ  (სასურველია ინგლისურად) შემდეგ მისამართზე : olha.harbovska@bbcmediaaction.org

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test