შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.12

2014

განცხადებები / ტრენინგები

Deutsche Welle Akademie იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად

1. ტრენინგი: რეპორტაჟი სამართლებრივ საკითხებზე , 13-15 დეკემბერი

ქართული მედიაში იშვიათად ხდება შრომით პირობებთან - ტარიფებთან და მინიმალურ  ჯამაგირთან, დასაქმებულთა გაერთიანებებთან, გაფიცვის კანონთან - დაკავშირებული თემების გაშუქება. შრომითი კანონმდებლობის თემაზე Deutsche Welle Akademie  13-15 დეკემბერს ჩაატარებს სამ-დღიან ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ მსგავსი თემების გაშუქების პეციფიკას, რომელიც მათ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება. შრომითი კანონმდებლობის საკითხები თავად მედიის წარმომადგენლებისთვისაც მნიშვნელოვანი თემაა.

ტრენინგს გაუძღვებიან გერმანელი ექსპერტი ოლივერ დერკორნი და ეკატერინე ციმაკურიძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), რომლებიც საქართველოში ჟურნალისტების სამუშაო პირობების შესახებ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სიხარულით გაუზიარებენ ტრენინგის მონაწილეებს.

2. ტრენინგი: ინტერვიუ სამართლებრივ საკითხებზე,  19-22 დეკემბერი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 19-22 დეკემბერს Deutsche Welle Akademie თბილისში სამართლებრივი ჟურნალისტიკის სფეროში კიდევ ერთ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგს დოიჩე ველეს ტრენერი დოქტორი პანდელი პანი გაუძღვება, გარდა ამისა, სხვადასხვა თემებზე მრგვალი მაგიდების ფორმატში ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. დოქ. პანდელი პანისთან ერთად ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩაწერონ ინტერვიუები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ამით გაიღრმავონ არა მხოლოდ აქტუალური სამართლებრივი საკითხების ცოდნა, არამედ ჟურნალისტური კითხვის დასმისა და ინტერვიუს ტექნიკის უნარები. 

ტრენინგები ჩატარდება გერმანულ ენაზე ქართული თარგმანით მისამართზე: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმაგამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი 6 დეკემბრის ჩათვლით  პროექტის კოორდინატორის, თამუნა გურჩიანის სახელზე (tamuna_gurchiani@yahoo.com).

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით:  595 38 44 68

მიუთითეთ, რომელ ტრენინგზე გსურთ მონაწილეობის მიღება.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test