შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.12

2014

განცხადებები / ტრენინგები

“ტაბულას” და “ იდენტობის” ერთობლივი სასერტიფიკატო კურსი ჟურნალისტიკაში

მედიაჯგუფი ტაბულა და არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა  აცხადებენ ერთობლივ სასერტიფიკატო კურსს ტელე-, რადიო- და პრესის მოქმედი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

კურსი ინტერაქციულია, უფასოა და 12 კვირის განმავლობაში მონაწილეებს აძლევს პრაქტიკული და თეორიული მუშაობის შესაძლებლობას. კურსი მოიცავს კვირაში 4-საათიან მუშაობას: 2 სალექციო და სადისკუსიო საათი და 2 საათი პრაქტიკული მუშაობა.

კურსი გათვლილია პრაქტიკოს, დამწყებ ჟურნალისტებზე. ლექციები საღამოს საათებში მიმდინარეობს. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და სასწავლო მასალებით.
წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 დეკემბერი.

კურსს უძღვებიან:
თამარ რუხაძე - ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, თავმჯდომარე
ქეთი მსხილაძე - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
ნინო ერემაშვილი - პიარ მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდი, გამგეობის თავმჯდომარე
დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი, გადაცემის ავტორი, ტაბულა
თამარ ჩერგოლეიშვილი - გენერალური დირექტორი, ტაბულა
სალომე უგულავა - საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ტაბულა
ლევან სუთიძე - რელიგიის მიმომხილველი, ტაბულა
შორენა გაბუნია - მთავარი რედაქტორი, ჟურნალი 17 მაისი, იდენტობა
ანა რეხვიაშვილი - თსუ დოქტორანტი გენდერის კვლევები. იდენტობა, სათემო ცენტრის დირექტორი
ირაკლი ვაჭარაძე - გენდერის კვლევების სპეციალისტი, აღმასრულებელი დირექტორი, იდენტობა

ჟურნალისტიკის კურსი უმცირესობათა საკითხებში:

თეორიული ნაწილი
სამშაბათი 18.30-20:30
პრაქტიკული ნაწილი
პარასკევი 18.30-20.30

პირველი კვირა
ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლები. მედიის როლი უმცირესობათა საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში: როგორ გავაშუქოთ უმცირესობათა ჯგუფების საკითხები
მეორე კვირა
რელიგიური უმცირესობების საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მესამე კვირა
ეთნიკური უმცირესობების საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მეოთხე კვირა
შშმ პირების საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მეხუთე კვირა
ლესბოსელი ქალების საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მეექვსე კვირა
ჰომოსექსუალი და ბისექსუალი კაცების საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მეშვიდე კვირა
ტრანსგენდერთა საკითხებისა და მრავალფეროვნების გაშუქება
მერვე კვირა
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება
მეცხრე კვირა
უმცირესობების მიმართ მგრძნობიარე მედიაპოლიტიკა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია და მედიაში სტერეოტიპებთან ბრძოლა
მეათე კვირა
სიძულვილის ენა და თვითრეგულირების მექანიზმები მაუწყებლობასა და პრესაში პიარი და ადამიანის უფლებების საკითხები სახელმწიფო მოხელეებისათვის
მეთერთმეტე კვირა
"ობიექტურობისა" და "ნეიტრალურობის" საკითხები ადამიანის უფლებათა გაშუქებისასა
მეთორმეტე კვირა
"პროპაგანდა" და დემაგოგია – საბჭოთა და რუსული ჟურნალისტიკის სკოლა ქართული სატელევიზიო თოქშოუები, ჰომოფობიისა და ბულინგის წყარო 

განაცხადის შესავსებად მიჰყევით მითითებულ ბმულს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test