შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.11

2014

განცხადებები / ტრენინგები

ჟურნალისტური ექსპედიცია კავკასიის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის

მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფი“ იწვევს ადგილობრივ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს  ექსპედიციაში მონაწილების მისაღებად, რომელიც 30 ნოემბერს- 2 დეკემბერს ერევანში გაიმართება.

მას შემდეგ, რაც საქართველომ და სომხეთმა საკუთარი განსხვავებული პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ განაცხადეს, კავკასიის რეგიონში პოლიტიკური რეალობა და პერსპექტივები შიცვალა. საქართველოს მიერ ხელმოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრობის სურვილი პატარა რეგიონში რთულ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის. სიტუაცია განსაკუთრებით მძაფრდება რუსეთისა და ევროკავშირს შორის მიმდინარე „სანქციების ომის“ ფონზე. 

ექსპედიციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ახალ რეალიებთნ დაკავშირებით შექმნილი პროცესები და გაანალიზონ რეგიონის შსაძლო მომავალი.

ექსპედიცია ერევანში გაემგაზვრება, სადაც ჟურნალისტებს მიეცემათ უნიკალური შეასაძლებლობა მოისმინონ სხვადასხვა მხარის არგუმენტი. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური და მართველი პარტიების ხელმძღვანელებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ჟურნალისტური ექსპედიცია ორგანიზებულია ფონდ National Endowment for Democracy-ს მხარდაჭერით. ორგანიზატორები დაფარავენ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, სასტუმრო, კვება).

ექსპედიციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გაგზავნეთ თქვენი CV, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია თქვენ სამუშო გამოცდილებასა და ამჟამინდელ სამუშაო ადგილზე ელექტრონულ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test