შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.11

2014

ტრენინგები

ცნობილი ფოტოდოკუმენტალისტის, ჯეიმს არტურ ალენის უფასო მასტერკლასი თბილისში

„გოუ ჯგუფი“ იწვევს ჟურნალისტებს გამოჩენილი ფოტოდოკუმენტალისტის, ჯეიმს არტურ ალენის უფასო მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად. ჯეიმს არტურ ალენის ძირითად ინტერესს სოციალური საკითხები და პრესის თავისუფლება წარმოადგენს. იგი თანამშრომლობს ისეთ მედია საშუალებებთან, როგორიც  არის   Financial Times Magazine, Inquire Magazine, The Guardian და სხვა.

მასტერკლასის დროს ჯეიმს არტურ ალენი მსმენელებს საკუთარ ნაშრომებს აჩვენებს და პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. შეხვედრა გაიმართბა 14 ნოემბერს მულტიმედიის საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე , 10ა (ოპერის მოპირდაპირე მხარეს). დასაწყისი 15 საათზე.

მსურველებმა გაგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მაკა ცნობილაძეს: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net
+995 599576265 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test