შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.11

2014

განცხადებები / ტრენინგები

„ინტერნიუსი - საქართველო“ იწვევს დამწყებ ჟურნალისტებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად

„ინტერნიუსი-საქართველო“ იწვევს  კონფლიქტების თემაზე მომუშავე ახალგაზრდა ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს  სამდღიან სემინარში მონაწილოების მისაღებად (17-19 ნოემბერი, 2014).

დაგეგმილი  სემინარის თემაა:  კონფლიქტების გაშუქება - მოქალაქე თუ ჟურნალისტი. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ  დაწერონ სტატია აღნიშნულ თემაზე, რომელიც შემდეგ გამოქვეყნდება www.media.ge -ზე.

„ინტერნიუსი-საქართველო“ ახორციელებს პროექტს „კონფლიქტების  სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“.  ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს კონფლიქტურ რეგიონებს (ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) და დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება   სემინარების ციკლი კონფლიქტების  გაშუქების თემაზე. ყოველი თემატური სემინარის ბოლოს მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს და მეთოდურ მითითებებს.

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ  რეზიუმე 14 ნოემბრამდე  შემდეგ ელ-მისამართზე: kakulia@internews.ge ; ელექტრონული წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ‘TC Conflict Sensitive Reporting’.  დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს, ეკა კაკულიას: +995 322 923397/98 ან 599 968676.

შერჩეულ კონკურსანტებს „ინტერნიუსი“ დაუკავშირდება 14 ნოემბერს 18:00 საათამდე და გააცნობს დამატებით დეტალებს.

სემინარი გაიმართება თბილისში „ინტერნიუსის“ ოფისში. მის: პაოლო იაშვილის ქ. 14/22.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test