შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.10

2014

ანონსი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენს 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომა

30 ოქტომბერს, 12 საათზე, სასტუმრო "ქორთოარდ მერიოტში" საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს საანგარიშო პერიოდში  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის  დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

ანგარიშში მიმოხილულია საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები, ასევე შალვა თათუხაშვილის საქმე; ანგარიშში მოცემულია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, ასევე, ის დარღვევები და გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა 2014 წლის ზაფხულის ადგილობრივ არჩევნებზე. ანგარიში შეეხება 2014 წლის პირველ ნახევარში წარმოებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად არის მოტივირებული. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია მდგომარეობა სასჯელაღსრულების სისტემაში და ის ცვლილებები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში შევიდა პატიმრობის კოდექსში.

საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების მნიშვნელობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კვლავ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მომავალში საჭიროა მეტი ძალისხმევა და უფრო გააზრებული სისტემური ცვლილებების გატარება იმისთვის, რომ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა და ყველა ადამიანი დაცული იყოს სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებების დარღვევისგან,აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

საკონტაქტო პირი ნინო ერემაშვილი

5 99 54 55 19

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test