შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.10

2014

განცხადებები / ანონსი

კომპანია „სილქნეტი“ Silk Digital პროდუქტების პრეზენტაციას გამართავს

სასტუმრო რედისონში 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სილქნეტის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია-შოურუმი გაიმართება. კომპანია საზოგადოებას გააცნობს ერთდროულად ოთხ პროდუქტს, მათ შორის SilkTV აპლიკაციას.

SilkTV აპლიკაციით სატელევიზიო მაუწყებლობის ჩართვაა შესაძლებელი მრავალ პლატფორმაზე - მობილურში, პლანშეტზე, ნებისმიერი ტიპის კომპიუტერზე. გადახვევა, დაპაუზების რეჟიმით მომხმარებელი ისარგებლებს ტელე-არხებით ყველგან, სადაც ინტერნეტ წვდომა ექნება.

სიახლეებს ემატება ახალი ვებგვერდიც silkmovies.ge , რომელიც წარმოადგენს ფილმებისა და სერიალების პორტალს და შეუზღუდავად ხელმისაწვდომია, როგორც სილქნეტის, ისე სხვა ქსელის აბონენტებისთვის. ვებგვერდი საავტორო უფლებით დაცულ კონტენტზეა დაფუძნებული და ქართულ ბაზარზე ლეგალური სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

პრეზენტაციაზე ახალ ინტერნეტ პროდუქტებს წარადგენენ სილქნეტის კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე და პარტნიორი კომპანიებიდან სპიკერები: Megogo - ეგორ იაროცკი; ომედია - ნოდარ დავითური; Lemondo - ლევან კილაძე; Qarva - გიორგი მიქელაძე.
ნაჩვენები იქნება საგანგებოდ მომზადებული ფილმი სიახლეებზე.
პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება მიეცემათ ადგილზე დატესტონ აპლიკაციები.
პრეზენტაციის მხარდამჭერია „სამსუნგი“. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test