შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.10

2014

განცხადებები / ანონსი

პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა” დასკვნითი კონფერენცია

4 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა” დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. მისამართი: ილიაუნი, G კორპუსი, 106 საკონფერენციო დარბაზი (ვაკის პარკთან, გიორგი წერეთლის 1)

კონფერენციაზე 4 მკვლევარი საქართველოდნ წარმოადგენს სომხეთის შესახებ მომზადებულ კვლევებს, 4 მკვლევარი სომხეთიდან კი _ საქართველოს შესახებ მომზადებულ კვლევებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

•„სომხეთის გზა ევრაზიის კავშირისკენ: მიზეზები და პერსპექტივები” - დავით ბატაშვილი

•„თურქეთის პოლიტიკა საქართველოში: ინტეგრაციული პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები” - ვაჰრამ ტერ-მატევოსიანი 

•„მედია ეთიკის საკითხები სომხეთში: პრაქტიკა და გამოწვევები” - თამარ ხორბალაძე

•„ონლაინ მედია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები” - ანა ბარსეგიანი

•„სომხეთის ელექტრონული მმართველობა: წარმატებები და გამოწვევები” - თამაზ ახობაძე

•„სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები” - ნარინე დანეგიანი

•„საპენსიო რეფორმა სომხეთში: შესაძლებლობები და გამოწვევები” - ირინა გურული

•„საქართველო: რატომ და როგორ უნდა მოხდეს საპენსიო სისტემის რეფორმირება?” - სუსანა კარაპეტიანი

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის “შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის” მიერ და მას ერთობლივად ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი” (თბილისი, საქართველო) და „სომხეთის ტრანსატლანტიკური ინიციატივების ცენტრი” (ერევანი, სომხეთი).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test