განცხადებები
დედლაინი
02.10
2014
ანონსი
პრეზენტაცია- “რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში“
კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი.
კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს. პრობლემების ნაწილი რელიგიურ ორგანიზაციებს წლებია აწუხებს, ნაწილი კი, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული. კვლევაში ასევე მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები.
კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (OSGF), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაცია გაიმართება ქართულად და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურ ენაზე.
ღონისძიების დრო და ადგილი:
ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 14:00 – 16:00
კლუბი „ფრონტლაინ ჯორჯია“
მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის ქ.62
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს