შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.10

2014

განცხადებები / ანონსი

მედიის თავისუფლების ხარისხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

1 ოქტომბერს,  13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“,  დარბაზი #5 (მისამართი: ვარდების მოედანი № 1) გაიმართება  პროექტის „მედიის თავისუფლების ხარისხის კვლევა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში ( “ENP East Media Freedom Watch”) IV და V ეტაპის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ,,ინტერნიუს უკრაინას“ (უკრაინა) მიერ, ერევნის პრეს კლუბის (სომხეთი), ჟურნალისტთა კავშირის (აზერბაიჯანი), ასოციაციის „მწვანე ტალღა“ (საქართველო) დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრისა (მოლდოვა) და ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის (ბელორუსი) მონაწილეობით.

პრეზენტაციაზე ისაუბრებენ პროექტის ვებ გვერდის, ინდექსის გამოყვანის მეთოდოლოგიაზე, კვლევაში მონაწილე ექსპერტებზე და ბოლო შედეგის გამომწვევი მიზეზებზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test