შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

11.11

2013

ანონსი

ეუთოს მე-10-ე სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენცია თბილისში - 11 და 12 ნოემბერს

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი გიწვევთ მე-10-ე სამხრეთკავკასიურ მედია კონფერენციაზე: „სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენციების მე-10 წლისთავი - მედიის თავისუფლების თაობაზე ეუთოს ვალდებულებების გააზრება“, რომელიც გაიმართება თბილისში 11 და 12 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში დასაწყისი 10:00 საათზე.

აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და ხელისფლების წარმომადგენლები იმსჯელებენ მედიის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ბოლო ათი წლის მანძილზე გატარებულ ცვლილებებზე.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმობა ორ პარალელურ მასტერ-კლასს თემებზე: „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა“ და „ტრადიციული და ინტერნეტ-მედიის თვითრეგულირების საკითხები“.

კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test