შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.10

2013

განცხადებები / ტრენინგები

ახალგაზრდა ჟურნალისტების სტაჟირება აშშ-ში

ჯორჯ მეისონის ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტი (Institute for Human Studies at George Mason University, IHS) სთავაზობს სტაჟირების პროგრამას  ახალგაზრდა ჟურნალისტებს, მწერლებს, ასევე მედიაკომპანიებსა და არამომგებიან გამოცემებში  კომუნიკაციის სპეციალისტებს.   

სტაჟირების ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, თავისუფალი ბაზრის და მშვიდობის ხელშეწყობა. რვა  კვირის განმავლობაში სტაჟიორები იმუშავებენ გაზეთებში, რადიოსადგურებში, ახალი მედიის ორგანიზაციებში ან ახალი ამბების მწარმოებელ არამომგებიან მედიასაშუალებებში, გამოცდილი ჟურნალისტებისა და რედაქტორების ხელმძღვანელობით. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს  დასაქმებაში დაეხმარებიან.

სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 2014 წლის გაზაფხულზე. ყველა მონაწილე დაფინანსდება 3200 აშშ დოლარით, ასევე, დაიფარება მგზავრობის ხარჯები.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი დისციპლინის ახალ კურსდამთავრებულებს ან სტუდენტებს. ჟურნალისტური  გამოცდილება  სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი. ორგანიზატორები ყურადღებას მიაქცევენ უნარ-ჩვევებს წერაში, სიტყვის თავისუფლების პრინციპებისადმი ერთგულებას და მედიაში მუშაობის მოტივაციას. ყველა კანდიდატი ინგლისურ ენას უნდა ფლობდეს თავისუფლად.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მისამართზე http://profile.theihs.org/MyIHS/Login.aspx
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 15 ნოემბერი.

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: http://www.theihs.org/alumni

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test