შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

11.11

2013

განცხადებები / ტრენინგები

მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამა GIPA-ში ®

ჯიპა გთავაზობთ, მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამას, ორი სპეციალიზაციით - ვებ პროდუქტები და მობილური აპლიკაციები.

იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. აღარავინ აწარმოებს გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში, ამას ხომ ჩვენს მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დღეს, ერთი ცალკე აღებული კომპანაია უფრო მეტ ახალ ამბავს აგენერირებს ვიდრე ათი ტელევიზია, თხუთმეტი წლის წინ. დღესაც კი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდებთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა?

კურსების მიზანია

კურსის მიზანია მსმენელებს წარმოდგენა შეუქმნას იმ კომპიუტერულ ენებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდის, ვებ სერვისის ან მობილური აპლიკაციის შექმნა. მისცეს მსმენელებს საბაზისო ცოდნა კომპიუტერულ პროგრამირებაში, შეასწავლოს IT პროექტების მართვის უნარები. მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ,არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლოეს ტექნოლოგიებს. კურსის ბოლოს ერთი თვის განმავლობაში პროფესორების დახმარებით შექმნიან საკუთარ პრეოქტებს (ვებგვერდი, ვებსერვისი, მობილური აპლიკაცია).

კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თუ როგორ შექმნან ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია, როგორ მართონ ვებ გვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული პროექტები. ისინი პრაქტიკულად დაეუფლებიან პროგრამირების ენებს (HTML, PHP, AS3) და შეიძენენ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარებს, ისწავლიან როგორ დაგეგმონ და უხელმძღვანელონ სხვადასხვა სახის IT პროექტებს.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც სურს გაერკვეს თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელთა საშუალებითაც შეიძლება სრულფასოვანი მობილური აპლიკაციებისა და ვებ პორექტების შექმნა, რათა მომავალში შეძლოს თავად გაუძღვეს მსგავსი პროდუქტების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ პროექტებს; ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთოიერთობის სამსახურების თანამშრომლებისათვის, რომლებსაც სურთ წარმოდგენა შეიქმნან და დაეუფლონ იმ ტექნოლოგიებს რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია პროგრამული პროდუქტების შექმნა. ადამიანებისათვის ვისაც დიდი ოდენობის ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება უხდება.

ასევე მათთვის ვისაც უკვე გააჩნია პროგრამულ პროდუქტებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება, მაგრამ სურს გაიღრმავოს ცოდნა, ისწავლოს IT პროექტების მართვა.

საგნების განაწილება სპეციალიზაციებს შორის

1. სპეციალიზაცია: ვებ პროდუქტები

1.1. Web Technology (ვებ ტექნოლოგიები)
1.2. IT Project Management (IT პროექტის მართვა)
1.3. Graphic Design for Electronic Devices (გრაფიკული დიზაინი ელექტრონული მოწყობილობებისათვის)
1.4. Cloud Computing (ღრუბლოვანი სერვისები)
1.5. Databases (მონაცემთა ბაზები)
1.6. Introduction to Programming (პროგრამირების შესავალი კურსი)
1.7. Digital Logic (ციფრული ლოგიკა)
1.8. ფინალური პროექტი

2. სპეციალიზაცია: მობილური აპლიკაციები2.1. Mobile Development

2.2. IT Project Management (IT პროექტის მართვა)
2.3. Graphic Design for Electronic Devices (გრაფიკული დიზაინი ელექტრონული მოწყობილობებისთვის)
2.4. Web and Social Interaction
2.5. Human-Computer Interaction
2.6. Digital Logic (ციფრული ლოგიკა)
2.7. ფინალური პროექტი

თითოეული საგნის ბოლოს მსმენელები შეფასდებიან ინდივიდუალურად.
პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას მსმენელები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე და კურსის ბოლოს მოეწყობა პრეოქტების პრეზენტაცია.
მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 22.11.2013
ლექციები ჩატარდება 2 დეკემბრიდან 3 თვის განმავლობაში (კვირაში 3-ჯერ, ლექციები 19:00 საათიდან 22:00 საათამდე).

სასერტიფიკატო პროგრამის საფასური 

ახალი მედია ტექნოლოგიები (სპეციალიზაცია: ვებ პროდუქტები) - 750 ლარი
ახალი მედია ტექნოლოგიები (სპეციალიზაცია: მობილური აპლიკაციები) - 750 ლარი;

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. შეზღუდული ადგილების გამო, მსურველთა რეგისტრაცია მოხდება შემოსული სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიპა - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 2497501; 599250100
ელ-ფოსტა: jaba@gipa.ge

სასერთიფიკატო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ Media.Ge-ს მისამართზე.
აპლიკაცია ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test