შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.06

2013

ტრენინგები

სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“

პატივცემულო კოლეგებო,

„გერმანული ტალღის“ აკადემია (Deutsche Welle DW-Akademie) მასმედიის მხარდამჭერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან „ინტერნიუსი“ (სომხეთი) ერთად ატარებს სასწავლო კურსს თემაზე „კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქება“, რომელიც შედგება ერევანში 2013 წლის 10 ივნისიდან 21 ივნისამდე.

იგეგმება სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან 10 ჟურნალისტის მონაწილეობა. პოტენციურ კანდიდატებს უნდა ქონდეთ მასმედიის (ბეჭვდურ ან ქსელურ) სფეროში არანაკლებ 2–წლიანი გამოცდილება და დაინტერესებულები უნდა იყვნენ ეკოლოგიის თემატიკით. კურსში მონაწილეობის მისაღებად 1 ივნისამდე უნდა გაგზავნოთ მოკლე რეზიუმე და სამი გამოქვეყნებული სტატია მისამართზე: narine@internews.am (Нарине Сафарян, ინტერნიუსის ტრენინგების მენეჯერი).

კურსის ძირითადი ამოცანებია:

– რეგიონის ეკოლოგიური პრობლემების გაშუქების დონის ამაღლება;

– მონაწილეთა უნარ–ჩვევების გაღრმავება ეკოლოგური საკითხების გაშუქებაში;
– რეგიონში ჟურნალისტური ქსელის გაფართოება და განმტკიცება;
– დამატებითი მონაცემების მიღება კლიმატის ცვლლილების ექსპერტებისა და ინფორმაციული რესურსების შესახებ.

ორ საუკეთესო კურსდამთავრებულს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ სემინარში ვარშავაში, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე, კლიმატის ცვლილების საკითხებზე დაგეგმილი კოფერენციის ფარგლებში ჩატარდება.

სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე რუსულ ენაზე თარგმნის თანხლებით.
რუსული ენის ცოდნა აუცილებელია, სასურველია ინგლისური ენის ცოდნაც (ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ვარშავის სემინარში კანდიდატთა შესაძლო მონაწილეობის თვალსაზრისით). 

კურსის საფასური, მონაწილეთა მგზავრობა/გადაფრენა, სასტუმრო, და კვება ანაზღაურებული იქნება აკადემიის მხრიდან.

ბეტინა რუიგისი (Беттина Руйгис)
პროექტის მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში

„Deutsche Welle“-ს აკადემია

Deutsche Welle (DW)
Kurt-Schumacher-Str. 3
53113 Bonn

T +49.228.429-2119
F +49.228.429-2090
bettina.ruigies@dw.de
www.dw.de
ნუნე სარქისიანი

მასმედიის მხარდამჭერ საზოგადოებრივ ორგანიზაციის „ინტერნიუსი“ (სომხეთი)

აღმასრულებელი დირექტორი

არშაკუნიაცის პრ. 3, მე–3 სართული

ერევანი, 0023

+37410 583620

+37495583600

www.internews.am

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test