შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

„როიტერი“ აცხადებს კონკურსს სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებისთვის <br>

გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი განაცხადები საერთაშორისო სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად. კურსის თემაა "საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქება". 10-დღიანი კურსი გაიმართება ლონდონში, 11-22 სექტემბერს.

კურსი, რომლის ორგანიზატორია ფონდი "როიტერი", ინგლისურ ენაზე წარიმართება და მას სააგენტო "როიტერის" გამოცდილი ჟურნალისტები გაუძღვებიან. აპლიკანტებს, სულ ცოტა, ორწლიანი პროფესიული გამოცდილება უნდა გააჩნდეთ ჟურნალისტიკაში.

კურსის მიზანია, რათა მონაწილეებმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. კურსგავლილი ჟურნალისტები შეძლებენ საერთაშორიო ახალი ამბების, მათ შორის კონფლიქტების გაშუქებას. კონკურსში გამარჯვებულებმა, შესაძლებელია, მიიღონ ფინანსური დახმარება მგზავრობის, ადგილზე ცხოვრებისა და ყოველდღიური ხარჯებისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.foundation.reuters.com/journalism/diary

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test