შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

სემინარი ჰოლანდიაში ჟურნალისტიკაში მიგრაციის გაშუქების თემაზე

საქართველოს ტელე, რადიო და ინტერნეტ-ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სასტიპენდიო პროგრამაში, რომელიც ჰოლანდიაში სამთვიან მედია სემინარში მონაწილეობას ითვალისწინებს. სემინარი მიეძღვნება მედიაში მიგრაციციის გაშუქების თემას.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 აგვისტო. სასტიპენდიო პროგრამა ჰოლანდიის განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ შერჩეული 57 განვითარებადი ქვეყნის ჟურნალისტებისთვის ხორციელდება. აღნიშნული 57 ქვეყანის სია წარმოდგენილია ვებგვერდზე: http://www.rnw.nl/cgi/?app=rntc&page=index&id=94

სემინარი დაიწყება 2007 წლის 5 თებერვალს და დასრულდება 2007 წლის 27 აპრილს. სემინარზე სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობის საერთო მეთოდები იქნება განხილული. მონაწილეები ასევე შეისწავლიან გლობალური მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს. ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ასევე მიგრაციის დინამიკის კვლევასა და ამასთან დაკავშირებით რეპორტაჟის მომზადების სპეციფიკურ საკითხებზე.

სასწავლო კურსს ატარებს ჰოლანდიის რადიოს სასწავლო ცენტრი, სემინარი გაიმართება ამ ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ქალაქ ჰილვერსუმში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: info@mtc.nl , ან ეწვიეთ http://www.rnw.nl/cgi/?app=rntc&page=index&id=150

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test