შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

ორგანიზაცია «ალფრედ ფრენდლი პრესს ფელოუშიპს“-ის გრანტები ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებისათვის

წყარო: "კომუნიკე IFEX" 24-ე გამოშვება (20 ივნისი 2006 წელი)
ორგანიზაცია "ალფრედ ფრენდლი პრესს ფელოუშიპს" ("Alfred Friendly Press Fellowships", AFPF) იწვევს განვითარებადი ქვეყნების ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებს 2007 წლის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. განვითარებადი ქვეყნების 10-მდე ჟურნალისტი სტაჟირებას გაივლის აშშ-ის რედაქციებში, ისინი დეტალურად გაეცნობიან ამერიკული გამოცემების პროფესიული მუშაობის სტანდარტებს.

პროგრამა განხორციელდება 2007 წლის მარტ-სექტემბერში. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ 25-დან 35 წლამდე ასაკის ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებზე გაცემული ყოველი გრანტით დაიფარება აშშ-ის ვიზის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები, აშშ-ში მგზავრობის და იქ ცხოვრების ხარჯები, ანაზღაურდება დაზღვევა და გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია. პროგრამის მონაწილე ჟურნალისტები ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებენ აშშ-ის გამოცემებში, როგორც შტატიანი კორესპონდენტები.

პრეტენდენტებს უნდა გააჩნდეთ, გაზეთებში მუშაობის, მინიმუმ, სამწლიანი გამოცდილება და სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ენას, ამავე დროს, ისინი ამჟამადაც უნდა მუშაობდნენ თავისი ქვეყნის რომელიმე დამოუკიდებელ გაზეთში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2006 წლის 1 სექტემბერი.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.pressfellowships.org/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test