შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

<br>ივლისის დასაწყისში კინოპროფესიონალებისთვის თბილისში პირველი ერთწლიანი ტრენინგი დაიწყება

ტრენინიგის პროგრამას სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია განახორციელებს.

კინემატოგრაფისტთა ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრენინგის მიზანია კინემატოგრაფისტების ინფორმირება და ხელშეწყობა, არსებული კინო და სატელევიზიო პროდუქციის თუ მომავალი პროექტების წარდგენასა და დისტრიბიუციაში მსოფლიო ბაზარზე, ასევე, პროფესიონალური უნარ-ჩვევების ფორმირება და დახმარება სასურველი კონტაქტების დამყარებაში. პირველი ერთწლიანი ტრენინგი დაიწყება 6–8 ივლისს თბილისში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს (პროდიუსერი, დისტრიბიუტორი, სატელევიზიო კომპანიის გაყიდვების განყოფილების თანამშრომელი, რეჟისორი ან მსგავსი პროფილის სხვა პროფესიის წარმომადგენელი) უნდა ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება დისტრიბუციის ან წარმოების სფეროში. უნდა წარმოადგინოს დასრულებული კინო/სატელევიზიო ფილმი ან პროექტი და აუცილებლად უნდა ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული).

ტრენინგის ჩასატარებლად თბილისში მოწვეულია უცხოელი ექსპერტი, საერთაშორისო გაყიდვების აგენტი და პროდიუსერი კრისტა სარედი, რომელთანაც კანდიდატები სელექციას გაივლიან.

ტრენინგით დაინტერსებულებისთვის მოეწყობა ორი ღია საინფორმაციო დღე, ხოლო და მესამე სამუშაო დღე მხოლოდ შერჩეული კანდიდატებისთვის.

ლექცია-სემინარები დაიწყება 2006 წლის 6-8 ივლისს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 23 ივნისი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის კანდიდატი უნდა დაუკავშირდეს ასოციაციის სათაო ოფისს თბილისში ან აღნიშნული ტრეინინგის მიმართულების კოორდინატორს, რუსუდან გლურჯიძეს (899 16 81 01) მის: თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. №1 მე-2 სადარბაზო, ბინა №12. ელ.ფოსტა: ifasc@ifasc.org.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test