შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

ჟურნალისტების სტაჟირების პროგრამა პოლონეთში<br>

პოლონეთ-ჩეხეთ-სლოვაკეთის სოლიდარობის ფონდი აცხადებს კონკურსს პოლონეთში ორკვირიანი სტაჟირებაში მონაწილეობის მსურველებისთვის.

განაცხადები მიიღება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის და მოლდოვის დამოუკიდებელი გაზეთების, სხვა გამოცემებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

სასწავლო კურსი პოლონეთ-ჩეხეთ-სლოვაკეთის სოლიდარობის ფონდის პროგრამის "თავისუფალის სიტყვის ტექნიკა - 10" ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy), ასევე პოლონეთსა და სომხეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობი საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტს მხარს უჭერენ ფონდი "გლობალური შესაძლებლობები" (Global Opportunities) და "ევროპის გაერთიანების პროგრამა" (Re-Uniting Europe Programme)

პოლონეთში ორკვირიან სტაჟირებას გაივლის ხსენებული ქვეყნების 42 ჟურნალისტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი.

პროგრამა "თავისუფალის სიტყვის ტექნიკა - 10" მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დემოკრატიის განვითარებასთან, რომლებიც მუშაობენ დაპირისპირებულ ხალხებს შორის ნდობის აღდგენისათვის, ეწინააღმდეგებიან ხელისუფალთა იმ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვისაკენ.

სტაჟირების დროს, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე კომპიუტერულ საგამომცემლო ტექნიკას. სასწავლო კურსის მეთოდიკა ინდივიდუალური იქნება ყოველი მონაწილისთვის და მისი შემუშავება მოხდება ჟურნალისტის ცოდნის დონის გათვალისწინებით.

პროგრამის მიხედვით, 19 ორგანიზაცია რომელთა სახელითაც ჟურნალისტები გაივლიან სტაჟირებას, საჩუქრად მიიღებს საგამომცემლო კომპიუტერულ ტექნიკას.

ამ ორგანიზაციებს პოლონეთ-ჩეხეთ-სლოვაკეთის სოლიდარობის ფონდის პროგრამის საზოგადოებრივი საბჭო შეარჩევს. იგივე საბჭო თვალყურს ადევნებს პროგრამის მსვლელობას.

განაცხადების ფორმები და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე: http://www.spczs.engo.pl/index_en.php?dzial=news&newsid=121

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test