შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

დსთ-ს ქვეყნების ტელეწამყვანებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „ნტვ“ -ს პროდიუსერის მასტერ-კლასში

საქართველოს ტელეკომპანიების წამყვანებს, შესაძლებლობა აქვთ, 2-4 ივნისს, მოსკოვში, მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასში, რომელსაც გაუძღვება რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ"-ს პროდიუსერი და გადაცემა "Один день. Новая версия"-ს ("ერთი დღე. ახალი ვერსია") წამყვანი კირილ ნაბუტოვი.

მასტერ-კლასზე დასწრების უფლება აქვთ მოსკოვისა და რუსეთის ტელეარხების თოქ-შოების, საინფორმაციო-გასართობი და სტუდიური გადაცემების, ასევე, დსთ-ს ქვეყნების ტელევიზიების წამყვანებს. კირილ ნაბუტოვის გარდა სწავლებას გაუძღვება ფსიქოლოგ-კონსულტანტი ირინა იუდინა.

მასტერ-კლასის პროგრამა:

საკუთარი თავის ფლობა სტრესულ ვითარებაში. თანამოსაუბრეთა ტიპები. ურთიერთობების კანონები სხვადასხვა თანამოსაუბრესთან. სტუდიაში მყოფი პუბლიკის რეაქციაზე დირიჟორობის უნარი. მუშაობა კოლექტიურ თანამოსაუბრესთან. საუბრების მოდელირება სტუდიაში: ფორმატები, თემები, რეაქციები. ურთიერთობა ვიდეოკამერასთან.

მასტერ-კლასში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი. ის, ვინც გადაწყვეტს მასტერ-კლასში მონაწილეობას, უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებული შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.internews.ru/html/sites/main_site/zayavki/nabutov.doc და გააგზავნოს მარგარიტა შვიროვას ელექტრონულ ფოსტაზე: shvyreva@internews.ru , ან ფაქსით: (495) 234 3998.

სემინარში მონაწილეობის ღირებულებაა 14 500 რუსული რუბლი (დაახლოებით 500 დოლარი). მონაწილეობის საფასურში შედის სადილი და კოფე-ბრეიკები. სემინარის მონაწილეთა სურვილის მიხედვით მოხდება სასტუმროს ნომრის დაჯავშნა. გადაადგილებას და ცხოვრების ხარჯებს მონაწილეები თავად უზრუნველყოფენ.

საკონტაქტო ინფორმაცია: ანა სტეპანოვა, ტელ: (095) 956-22-48, stepanova@internews.ru მარგარიტა შვირიოვა, ტელ: (095) 956-22-48, shvyreva@internews.ru

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test